ფეხბურთი

22:35 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩაქუჩების" 10-წუთიანი სასწაული პრემიერლიგაში (+VIDEO)

პრემიერლიგის მეხუთე ტურში ლონდონის "ტოტენჰემი" და "ვესტ ჰემი" დაზავდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი ჰონ-მინ სონის გოლით და ჰარი კეინის დუბლით უკვე მე-16 წუთზე 3:0-ს იგებდა და თითქოს გამარჯვებაც ადვილად უნდა მოეპოვებინა.

მითუმეტეს, რომ "მამლები" ამ უპირატესობას 82-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. თუმცა, მატჩის ბოლო წუთებში "ვესტ ჰემმა" სასწაული ჩაიდინა და მეტოქეს 3 გოლი გაუტანა. "ჩაქუჩები" პირველები არიან პრემიერლიგის ისტორიაში იმ მხრივ, რომ 81-ე წუთზე 0:3 აგებდნენ, მაგრამ თამაში მაინც არ წააგეს.

"ტოტენჰემმა" კი 2001 წლის შემდეგ, როდესაც "მანჩესტერს" 3:0-ს უგებდა და 3:5 წააგო, პირველად გაანიავა სამბურთიანი უპირატესობა.

0.155641