ფეხბურთი

15:24 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონის უნიკალური მიღწევა

„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ის პირველი ფეხბურთელია სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში 650-ე თამაში ჩაატარა.

ჯიჯიმ საიუბილეო მატჩი „კროტონესთან“ (1:1) გამართა, სადაც მის კარში ნვანკვო სიმიმ პენალტი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში ბუფონთან ერთად მყოფი დანარჩენი 10 ფეხბურთელიდან 7 დაბადებულიც არ იყო, როდესაც იტალიელ ლეგენდას სერია A-ში დებიუტი ჰქონდა (1995 წელს, „პარმა“ – „მილანის“ შეხვედრაში).

0.112705