ფეხბურთი

14:53 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "მილანს" გაუმართლა, ჩვენ - არა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დერბი დელა მადონინა შეაფას ადა განაცხადა, რომ მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, ზოგიერთ შემთხვევაში უიღბლოები ვიყავით, „მილანმაც“ კარგად ითამაშა, მაგრამ გაუმართლა. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და გამარჯვების სჯეროდათ.

არასაკამრისი კონცეტრაცია გვქონდადა შეცდომები დავუშვით ორივე გაშვებული გოლის ეპიზოდში. ყველა თამაშში ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით, ასე, რომ შეტევა უფრო მშვიდად და ეფექტურად უნდა დავასრულოთ. ამავდროულად, გუნდის დამოკიდებულებას არ ვუჩივი, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფრისთვის მიგვეღწია. თუ მომენტებს უფრო მეტად გამოვიყენებდით, ყველა შთამბეჭდავ „ინტერზე“ ილაპარაკებდა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ წაგებაზე ვსაუბრობთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ მილანის „ინტერს“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს მოპოვებული და ლიდერ „მილანს“ 12 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105659