ფეხბურთი

12:15 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "ჩემი გუნდი შენების პროცესშია და დრო გვჭირდება"

სერია A-ს მეოთხე ტურში „იუვენტუსი“ „კროტონესთან“ წაგებას ალვარო მორატას გოლით გადაურჩა (1:1). მატჩის შემდეგ თამაში ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდი შენების პროცესში იმყოფება.

„ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც მუშაობ სჭირდება. ნაკრებებში ბევრი ფეხბურთელი იყო და ისინი ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდნენ, დრო ცოტა გვქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილებას იძენენ, მაგრამ ხარისხიანი გუნდი გვყავს, რომელიც შენების პროცესშია და დრო გვჭირდება. ბიჭებმა თავიანთი საქმე კარგად შეასრულეს და შეცდომები უნდა დაუშვან, სამწუხაროდ, პრესეზონი არ გვქონდა და ეს ყველაფერი ოფიციალურ მატჩებში გვიწევს.

სკუდეტოთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს. ჩვენ რამდენიმე ქულა დავკარგეთ, მაგრამ ეს ვიცოდით. მშენებლობის ფაზაში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე წინ წავალთ“, - თქვა პირლომ.

„იუვენტუსს“ 4 ტურში 8 ქულა აქვს, ხოლო უახლოესი მატჩი 20 ოქტომბერს, კიევში, „დინამოს“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ელოდება.

0.132291