ფეხბურთი

1:48 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ და „ბარსელონა“ დამარცხდნენ

საოცარი ამბები ხდება პრიმერაში. ორივე გრანდმა წააგო, არადა, შემდეგ ტურში „კლასიკოა“...

ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონი „რეალი“ შინ პრიმერას ახალბედასთან დამარცხდებოდა? მაგრამ ეს მოხდა და თუ თამაშის მიმდინარეობას გავითვალისწინებთ, კადისელთა მოგება სენსაციური ნამდვილად არ გამოჩნდება: მათ უფრო შეკრული და შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.

„რეალი“ კი სანკრებო პაუზის შემდეგ, რაღაც არეული ჩანდა: მძიმედ გადაადგილდებოდნენ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ, განსაკუთრებით დაცვაში. ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მე-16 წუთზე ჩოკო ლოსანოს გოლით დაწინაურდნენ.

შესვენებისას მადრიდელთა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ოთხი ცვლილება განახორციელა და მეორე ტაიმში „რეალი“ თითქოს გაცოცხლდა, თუმცა მარცხს მაინც ვერ ასცდა. მომენტების რეალიზაციამ დააღალატათ. ჯერ იყო და ვინისიუსმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, მერე ბენზემამ მოარტყა ბურთი ხარიხას.

მადრიდელებს არც კატალონიელები „ჩამორჩნენ“ და დღის გვიან მატჩში სტუმრად „ხეტაფესთან“ დამარცხდნენ.

ბარსელონელებმა „ხეტაფეს“ მისი ფეხბურთის თამაშის საშუალება მისცეს და თავად კი ვერაფერი დაუპირისპირეს. თუმცა, ეპიზოდებში კუმანის გუნდი უკეთ ირჯებოდა. ლიონელ მესიმ ხარიხას გაარტყა ბურთი, ანტუან გრიზმანმა კი მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა.

მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ და შემდეგ პრესინგი გააძლიერეს. ყოჩაღად იდგნენ და საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანეს.

კუმანმა მეორე ტაიმში ანსუ ფატი და ფილიპე კოუტინიო შეუშვა მინდორზე და მათ თამაში ცოტა გაახალისეს, მაგრამ სტუმრებმა საპასუხო ბურთი მაინც ვერ გაიტანეს

მოკლედ, მე-6 ტური ფავორიტებისთვის უხეირო გამოდგა. ჩემპიონიბის მაძიებლები მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხნენ.

„რეალი“ კვლავაც ლიდერია, „ბარსელონა“ კი მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ორი ნულოვანი ფრის შემდეგ, „ატლეტიკო“ ვიგოში მოსაგებად ჩავიდა. თუმცა, არც მასპინძლებმა დათმეს. ეგ არის, მადრიდელებმა კლასის ხარჯზე იძალეს. ლუის სუარესმა მესამე გოლი გაიტანა ახალ კლუბში და ბომბარდირთა შორისაა. ამდენივე ბურთი კიდევ ექვს ფეხბურთელს მოუგროვდა

დღის ადრეულ შეხვედრაში ჩვენმა კარგად ნაცნობმა „გრანადამ“ შინ „სევილია“ დაამარცხა და 10 ქულით ცხრილში მეოთხე საფეხურზე დგას. საკუთრივ თამაში დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა. პირველ ტაიმში მხოლოდ ნახევარმომენტები შეიქმნა. ეგ არის, სტუმარმა ხოან ხორდანმა შესვებაზე გასვლამდე სულ რამდენიიმე წუთში „მოახერხა“ ორი ყვითლის მიღება და ანდალუზიელები კაცნაკლულნი დარჩნენ.

მეორე ტაიმში მასპინძლები ნელ-ნელა მიხვდნენ რიცხობრივ უპირატესობას რომ ფლობდნენ, შეტევებს უმატეს და 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ანხელ ერერამ გამარჯვებისა გაიტანა.

ესპანეთი

პრიმერა. 6 ტური. 17 ოქტომბერი

გრანადა - სევილია 1:0

გრანადა. „ნუოვო ლოს-კარმენეს.“

1:0 ერერა (82)

გრანადა: სილვა, ნევა, დუარტე (ვალიეხო 44), სანჩესი, ფულკიე, მონტორო (ვიკო 75), მილია, კენედი (მაჩისი 60), გონალონი (ერერა 60), პუერტასი, სოლდადო (სუარესი 74)

მწვთნელი: დიეგო მარტინესი

სევილია: ბუნუ, ესკუდერო (აკუნია 18), კარლოსი, გომესი (ვასკესი 85), ნავასი, ხორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი, მუნირი (ენ-ნესირი 70), სუსო (ოკამპოსი 46), ფერნანდესი (დე იონგი 46)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: გონალონი (30), ფულკიე (40), პუერტასი (71), ვიკო (85); ფერნანდო (10), ხორდანი (45+3), ვასკესი (90+1)

გაძევება: ხორდანი (45+4)

სელტა - ატლეტიკო 0:2

ვიგო. „ბალაიდოსი.“

0:1 ლუის სუარესი (6), 0:2 კარასკო (90+5)

სელტა: ვილიარი, ფონტანი, ოლასა (როდრიგესი 88), არაუხო, მურილიო, კარეირა (ვეიგა 84), ნოლიტო, ბელტრანი (დენის სუარესი 63), ტაპია, მინა (მორი 63), ასპასი

მწვრთნელი: ოსკარ გარსია

ატლეტიკო: ობლაკი, სანჩესი (ფელიპე 50), ერმოსო, სავიჩი, ტრიპიერი, ლემარი (ლიორენტე 65), კოკე, ტორეირა, კორეა (ერერა 77), კოშტა (ფელიში 50), ლუის სუარესი (კარასკო 65)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: ბელტრანი (41), ნოლიტო (63), ასპასი (83); ერმოსო (17), კოშტა (37), ფელიპე (71), ერერა (86)

რეალი - კადისი 0:1

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო.“

0:1 ლოსანო (16)

რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი (მილიტაო 46), ვარანი, ნაჩო, ისკო (ვალვერდე 46), კროოსი (იოვიჩი 78), ვინისიუსი, მოდრიჩი (კაზემირო 46), ვასკესი (ასენსიო 46), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

კადისი: ლედესმა, ესპინო, კალა, ფალი, აკაპო, ალექს ფერნანდესი (ხაირო 86), იონსონი (აუგუსტო ფერნანდესი 86), მარი (გარიდო 76), სალვი, ლოსანო (მალბაშიჩი 46), ნეგრედო (ხიმენესი 81)

მწვრთნელი: ალვარო

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: რამოსი (34), მილიტაო (90+2)

ხეტაფე - ბარსელონა 1:0

ხეტაფე. „კოლისეო ალფონსო პერესი,“

ხეტაფე: სორია, დამიან სუარესი, ჯენე, კაბაკო, ოლივერა, ნიომი, არამბარი, მაკსიმოვიჩი, კუკურელია, ერნანდესი (ტიმორი 89), მატა (უნალი 71)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

ბარსელონა: ნეტო, რობერტო (პუჩი 87), პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, დე იონგი (ბრაიტვეიტი 80), დემბელე (ფატი 62), პედრი (კოუტინიო 62), გრიზმანი (ტრინკანი 80), მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: სესარ გრადო

გაფრთხილება: მატა (27), კაბაკო (28), ნიომი (73), ოლივერა (90+3); პიკე (24), რობერტო (41), დესტი (90+7)

0.193187