ფეხბურთი

0:12 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი „ლივერპულის“ ქომაგებისთვის: ვან დეიკმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს

მერსისაიდულ დერბიში („ევერტონი“ – „ლივერპული“ 2:2), „ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს - გვამცნობს Daily Mail.

მატჩის მე-6 წუთზე ჰოლანდიელს საკუთარ საჯარიმოში მასპინძელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი დაეჯახა. მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და თავისუფალი დარტყმა დანიშნა.

ვან დეიკმა თამაში ვეღარ გააგრძელა და მის მაგიერ მინდორზე ჯო გომესი შევიდა.

მატჩის შემდეგ ვირჯილი ჰოსპიტალში წაიყვანეს და გამოკვლევის კვალად, იქიდან ყავარჯნებით გამოვიდა - წერს Liverpool Echo, - საბოლოო პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ თუ დადასტურდა რასაც ეჭვობენ, მას შვიდი-რვა თვის გამოტოვება მოუწევს.

რას ნიშნავს ვან დეიკი „ლივერპულისთვის“ ალბათ ახსნა ზედმეტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112556