ფეხბურთი

21:48 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი დეპაის არ ეშვება

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, დაადასტურა, რომ კვლავაც ეცდება თავისი თანამემამულის, „ლიონის“ შემტევის, მემფის დეპაის გადაბირებას.

„დიახ, ეს შესაძლებელია. იანვრისთვის კიდევ ვცდი, რადგან ძალიან მინდა მისი ჩემს გუნდში ხილვა. მაგრამ არ ვიცი, ამ დროისთვის კლუბში როგორი ფინანსური სიტუაცია იქნება. ამიტომ, უნდა მოვიცადოთ.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს AD.

დეპაის „ლიონთან“ კონტრაქტს ყავლი 2021 წლის ივნისის ბოლოს გასდის. ის ამ ზაფხულსაც ახლოს იყო კატალონიურ კლუბში გადასვლასთან, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

0.122268