ფეხბურთი

20:18 | 17.10.2020 | ნანახია 495 - ჯერ

სალაჰის 100 ლივერპულური

ინგლისური პრემიერლიგის მე-5 ტურში ლიდერმა „ევერტონმა“ ჩემპიონ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„ლივერპულის“ შემტევმა, მო სალაჰმა, 72-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ეს მერსისაიდული კლუბის მაისურით მის მიერ გატანილი მე-100 გოლი გამოდგა. ამისათვის ეგვიპტელს 159 მატჩი დასჭირდა. უფრო სწრაფად ეს მხოლოდ როჯერ ჰანტს (144 მატჩი) და ჯეკ პარკინსონს (153) მოუხერხებიათ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან 6 მატჩში ხუთჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:12 | 17.10.2020
Go rafaa (2301)

ეს თამაშგარე სად დაინახეს ძაან აინტერესებს ერთ ხაზზე იდგნენ თითქმის დაჟე ხელი წინ ჰქონდა ევერტონის ფეხბურთელს! ეჰ არვიცი არვიცი!

22:36 | 17.10.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ფეხი გააძრეს ვირჯილს პიკფორდისბსჰსჰსჰსჰჰს მაგაზე თუ წითელი არ არი აბა რაზეა. მანეს თამაშგარე ხო ვარმა გამოჩიჩქნა

23:11 | 17.10.2020
Go rafaa (2301)

ვაა ეგ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ვირჯილი დიდი დანაკლისია ვინმე თუარდაიმატეს ძალიან ცუდად იქნება საქმე ჯერ ისედაც არგამოიყურებოდა დაცვის ხაზი კარგად და ახლა შეიძლება მთლად კატასტროფა იყოს! იმედია მოიფიქრებს კლოპო რამეს!

0.151705