თურქეთის სუპერიგის მეოთხე ტურში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „ანკარაგიუჯუ“ „რიზესპორს“ ესტუმრადა 3:5 დამარცხდა. ლობჟანიძემ მე-6 წუთზე მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და პანტსილმა ანგარიში გახსნა.
სხვათა შორის, „ანკარაგიუჯუ“ 2:0-ს და შემდეგ 3:1-ს იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს კაცნაკლული დარჩა და საბოლოოდ, 3:5 დამარცხდა. საბამ 74-ე წუთამდე ითამშა და მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე პასი მიითვალა.
„ანკარაგიუჯუს“ 4 ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს მოპვებული და ბოლოსწინა, მე-20 ადგილზეა, მხოლოდ „ბაშაკშეჰირს“ უსწრებს, რომელიც სხვათა შორის მოქმედი ჩემპიონია და სეზონი კატასტროფულად დაიწყო - 4 ტურში 1 ქულა, 0:6-ზე ბურთების ბალანსი.