ფეხბურთი

17:46 | 17.10.2020 | ნანახია 803 - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის დუბლი ყაზახეთში (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა. „კაისარის“ ქართველმა ფორვარდმა „ტარაზის“ კარი ორჯერ დალაშქრა.

ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ 61-ე და 82-ე წუთებზე მისი გოლებით „კაისარი“ მარცხს გადაურჩა - 2:2.

ლობჯანიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „კაისარი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:30 | 20.10.2020
ogafa (10220)

+

22:46 | 17.10.2020
qomagi (1575)

წარმზტებები ელგუჯას, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ერთი და იგივე კითხვა მებადება აი უკვე 30 წელია: თქვენ კარგო ხალხო და კარგი ოჯახის შვილებო კლუბებში რომ გაგაქვთ გოლები, ნაკრებში რა ჭირი გჭირთ, ჯადო გაქვთ რაიმე თუ ვინმეს ხათრი?

0.129104