2007 - ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, რომელიც თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, შოტლანდიის ნაკრებს სძლია (2:0). გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. საქართველო: მაკარიძე, სალუქვაძე, შაშიაშვილი, ასათიანი, ხიზანიშვილი (კაპ.), კვირკველია, კანკავა, მენთეშაშვილი, ყენია (კანდელაკი), მჭედლიძე (კვახაძე), სირაძე (ჯაკობია). საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. შოტლანდია: გორდონი, მარტი, გრემი, მაკმანუსი, უეირი, ფერგიუსონი (კაპ.), ფლეტჩერი, პირსონი (ბოიდი), მილერი (ბიტი), მელოუნი, მაკფადენი. შოტლანდიის ნაკრებს ალექს მაკლიში წვრთნიდა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1885 - ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთა ხელფასის ზღვარი განსაზღვრეს. სპორტსმენთა წლიური მინიმალური ანაზღაურება 2 ათას დოლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და ათას დოლარზე ნაკლები.
1917 - კოპა ამერიკას მეორე გათამაშების ფინალში ურუგვაიმ არგენტინას 1:0 მოუგო. გოლი სკარონეს ანგარიშზეა.
1961 - დიდ ბრიტანეთში საფეხბურთო მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ჩემპიონთა თასის შეხვედრას ადგილობრივ “სელტიკსა” და გფრ-ის მაინის ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის, თვალი 104 679 გულშემატკივარმა მიადევნა.
1962 - ნონა გაფრინდაშვილმა მოსკოვში ელიზავეტა ბიკოვა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში დაამარცხა და პლანეტის უძლიერესი ქალი მოჭადრაკის ტიტული მოიპოვა. ბიკოვა გადადებულ პარტიაში გაფრინდაშვილს დანებდა, რაც ბიკოვას მწვრთნელმა ტელეფონით ქართველ სპორტსმენს აცნობა.
1968 - ვიქტორ სანეევი მეხიკოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრზე გადახტა და სამხტომში ოქროს მედალი დაისაკუთრა.
1969 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ აუეს “ვისმუტს” 2:1 მოუგო. პირველ ტაიმს თბილისელები 0:1 აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი გოლები ლევან ნოდიამ და სერგო კუტივაძემ გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, პეტრიაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ცხოვრებოვი, კუტივაძე, ილიადი (მ. მაჩაიძე), გ. სიჭინავა, გავაშელი, ქარქაშაძე, ლ. ნოდია. გუნდს გივი ჩოხელი წვრთნიდა.
1974 - “ვაშინგტონ კეპიტალზმა” ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველი საშინაო შეხვედრა მოიგო. მან “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსი” 4:3 დაამარცხა.
1974 - საკალათბურთო ეროვნულ ასოციაციაში “ნიუ ორლეან ჯაზმა” ზედიზედ ოცდამეხუთე თამაში წააგო.
1979 - მექსიკელმა მძლეოსანმა ბაუტისტამ 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:20.06).
1991 - ესპანელი ანხელ კორდერი მესამე ჟოკეი გახდა, რომელმაც 7000-ე საცხენოსნო დოღი მოიგო.
1991 - “პიტსბურგ პინგვინზის” მცველი პოლ კოფი თავის ამპლუაში ჰოკეის ეროვნული ლიგის გოლ პლუს პასის სისტემით, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. პოტვინის ანგარიშზე 309 გოლი და პარტნიორთათვის შესრულებული 744 შედეგიანი გადაცემა დაირიცხა.
2004 - იტალიელი მოტომრბოლელი ვალენტინო როსი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს მოტო გრან-პრის გამარჯვებული. ამჯერად მან ეს “იამაჰას” მოტოციკლეტით მოახერხა და მოტორბოლების ისტორიაში მეორე სპორტსმენი შეიქნა, რომელმაც გრან-პრი ზედიზედ ორჯერ სხვადასხვა დუნდის სახელიტ ასპარეზობისას მოიგო.
2007 - ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, რომელიც თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, შოტლანდიის ნაკრებს სძლია (2:0). გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. საქართველო: მაკარიძე, სალუქვაძე, შაშიაშვილი, ასათიანი, ხიზანიშვილი (კაპ.), კვირკველია, კანკავა, მენთეშაშვილი, ყენია (კანდელაკი), მჭედლიძე (კვახაძე), სირაძე (ჯაკობია). საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. შოტლანდია: გორდონი, მარტი, გრემი, მაკმანუსი, უეირი, ფერგიუსონი (კაპ.), ფლეტჩერი, პირსონი (ბოიდი), მილერი (ბიტი), მელოუნი, მაკფადენი. შოტლანდიის ნაკრებს ალექს მაკლიში წვრთნიდა.
2007 - ინგლისური “ბოლტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სემი ლი გადადგა.
2013 - დიდიე დროგბა “ოქროს ფეხის” ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო 28 წელს აგადცილებულ ფეხბურთელს გადაეცემა.
ამ დღეს დაიბადნენ
1921 - მარია გოროხოვსკაია. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშში.
1924 - ჯაკომო მარი. 1948-54 წლებში იტალიის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1950 და 1954 წლების ჩემპიონატების მონაწილე. “სკუადრა აძურას” რიგებში ჩაატარა 8 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “კრემონეზეში” (1942-46, 1960-61), “ატალანტაში” (1946-49), “იუვენტუსში” (1949-53), “სამპდორიაში” (1953-56), “პადოვაში” (1956-60). 1950 და 1952 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია A-ში ჩაატარა 426 მატჩი, გაიტანა 24 გოლი. ჯაკომო მარი 1991 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა.
1946 - ბობ სიგრენი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1963 - სერხიო ხავიერ გოიკოეჩეა. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა არგენტინელთა ნომერ პირველი მეკარე (ნერი პუმპიდო ქვეჯგუფის მეორე მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან შეხვედრისას მეთერთმეტე წუთზე დაიმტვრა) და გუნდთან ერთად ფინალში იასპარეზა. გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინელები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან 0:1 დამარცხდნენ. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1991 და 1993 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში გამოდიოდა 1988-94 წლებში და მის რიგებში ჩაატარა 44 მატჩი. გამოდიოდა არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაის და საფრანგეთის 11 კლუბში. ყველაზე მეტხანს ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” კარს იცავდა (1982-88, 1993-94).
1967 - ნატალი ტოზია. ფრანგი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე წარმომადგენლობითი ტურნირი. 1998 წელს იასპარეზა უიმბლდონის ქალ ერთეულთა ტურნირის ფინალში.
1968 - გრემ ლე სო. ინგლისის ნაკრების (1994-2000), “ჩელსის” (1987-93, 1997-2003), “ბლექბერნის” (1993-97), “საუთჰემპტონის” (2003-07) მცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1998 წელს მოიპოვა თასების და ინგლისის ლიგის თასები. 1995 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. ინგლისის ჩემპიონატებზე ჩაატარა 403 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველად.
1970 - მარსიანო ვინკი. გენუის ”ჯენოასა” და პსვ-ს ფეხბურთელი.
1979 - კიმი რაიკონენი. ფინელი ავტომრბოლელი. თანამედროვეობის ფორმულა-1-ის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი Ferrari-ს ბოლიდით. მანამდე იცავდა შაუბერ-ის (2001) და McLaren-ის (2002-2006) ღირსებას. მოგვიანებით დაბრუნდა Ferrari-ში, შემდეგ კი Lotus-ის წარმომადგენელი გახდა.