სხვა

1:59 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვალენტინო როსის კორონავირუსი შეეყარა

ვალენტინო როსიმ გამოაცხადა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული. 41 წლის მრბოლმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო, მაგრამ ხუთშაბათის ტესტმა ინფიცირება დაადასტურა. ამ დროს ის უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

წრიულ მოტორბოლებში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს, ამ უქმეებზე მონაწილეობა უნდა მიეღო მოტოგრანპრის არაგონის (ესპანეთი) დიდი პრიზის რბოლაში, მაგრამ ავადმყოფობის გამო, მისი გამოტოვება უწევს. ჯერჯერობით უცნობია, იტალიელი არაგონში ორივე რბოლას გამოტოვებს, თუ მხოლოდ პირველს. ბოლოს მან ლე მანის რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც პირველივე წრეზე გამოეთიშა.

„ამ დილით რომ გავიღვიძე, თავს კარგად არ ვგრძნობდი. სახსრები მტკიოდა და ტემპერატურაც ოდნავ აწეული მქონდა. ამიტომ, ექიმს დავურეკე, რომელმაც ორი ტესტი ამიღო. სამშაბათის ტესტის მსგავსად, სწრაფ PCR ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო. მეორეზე პასუხი 16:00-ზე მოვიდა და ინფიცირება დაადასტურა“, - ყვება როსი.

„ვწუხვარ, რომ არაგონის რბოლის გამოტოვება მიწევს. და ვშიშობ, რომ მეორე რბოლაზეც ვერ შევძლებ გამოსვლას. ლე მანის რბოლიდან დაბრუნების შემდეგ, იზოლირებული ვიყავი და სამშაბათის ტესტიც უარყოფითი იყო. პროტოკოლსაც ზედმიწევნით ვასრულებდ, მაგრამ ვირუსს მაინც ვერ ავცდი. რას ვიზამ, ახლა ვერაფერს შევცვლი. ექიმების რჩევებს შევასრულებ და იმედია, მალე უკეთ ვიქნები“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170541