კალათბურთი

0:20 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 9 ქულა და ცსკას მორიგი მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი განიცადა. რუსულ გუნდს ძალიან გაუჭირდა, ტაიმი 4 ქულით მოიგო, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ სადავეები ხელიდან გაუშვა და 88:93 დამარცხდა.

ჯერჯერობით სეზონის სტარტიდან გამომდინარე თორნიკე შენგელია ისეთი ეფექტური ნამდვილად არაა, როგორც „ბასკონიაში“ იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 28 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.

მოსკოვის ცსკა-ს ოთხი ტურის თავზე 2 მოგების წილ 2 წაგება აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116692