ფეხბურთი

23:53 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძესთან ფსიქოლოგიურ დონეზე ვმუშაობთ"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა „სერკლ ბრიუგესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი.

ბელგიელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველ შემტევს მუხლი ისევ აწუხებს და ამიტომ, მისთვის ჯერ თამაში ნაადრევია.

„სერკლ ბრიუგესთან“ თამაში გიორგი ჩაკვეტაძისთვის ჯერ ნაადრევია. მას მუხლზე პრობლემები კვლავ აქვს. მაგრამ, დადებითი მხარე ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი დაზიანება ვერ გაუარესდება. მასთან ძირითადად ფსიქოლოგიურ დონეზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა დე დეკერმა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა. ტრავმა კი ზუსტად ერთი თვის წინ ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში მიიღო, როდესაც დრიბლინგით პენალტი მოიპოვა, მაგრამ დაშავდა. მას შემდეგ ერთხელ ითამაშა კიდეც, ეროვნულ ნაკრებსაც შეუერთდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანება მორჩენილი არ იყო.

0.115677