ფეხბურთი

10:27 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ყველა სტატისტიკურ კომპონენტში საქართველო ჯგუფში საუკეთესოა

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში ოთხი ტური მიილია და ჯერ გარკვეული არაფერია. საქართველო ძალიან ახლოს იყო ჯერ სომხეთთან და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებასთან, რაც პირველ ადგილს პრაქტიკულად უნაღდებდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფრეს დასჯერდა.

შედეგად, ჯგუფს 6 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობს, იგივე რაოდენობის ქულები აქვს საქართველოსაც, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდება აქვს. უფრო კონკრეტულად, ნაკლები გოლი აქვს გატანილი: მაკედონიას 7:6 და საქართველოს - 5:4. აღსანიშნავია, რომ მაკედონიელებმა ხსენებული 7 გოლიდან 3 პენალტით გაიტანეს. სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე სომხეთის ნაკრებია, რომელსაც 5 ქულა აქვს და ცხადია პირველ ადგილზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს.

წმინდა სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავხედოთ, ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში ცალსახად საუკეთესო საქართველოს ნაკრებია, რომელიც Whoscored-ს მონაცემებით აბსოლუტურად ყველა გუნდურ კომპონენტში ლიდერია. სხვათა შორის, ოთხი ტურის თავზე საშუალო შეფასებით ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელიც ქართველია - ხვიჩა კვარაცხელია.

ბურთის ფლობა

  • საქართველო - 54.4%
  • ჩრდ. მაკედონია - 51.9%
  • სომხეთი - 47.7%
  • ესტონეთი - 46%

მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები

  • საქართველო - 57.8%
  • ესტონეთი - 51%
  • სომხეთი - 47.1%
  • ჩრდ. მაკედონია - 45.1%

კარისკენ (კარში) დარტყმები საშუალოდ თამაშში

  • საქართველო - 12.5
  • სომხეთი - 12
  • ჩრდ. მაკედონია - 9
  • ესტონეთი - 8

ზუსტი პასები

  • საქართველო - 84.6%
  • ჩრდ. მაკედონია - 82.1%
  • სომხეთი - 76%
  • ესტონეთი - 75.2%

შეფასებები (საშუალოდ)

  • საქართველო - 6.71 ქულა
  • ჩრდ. მაკედონია - 6.6
  • სომხეთი - 6.55
  • ესტონეთი - 6.44

საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეული ოთხი ტურის შემდეგ (შეფასებების მიხედვით)

  • ხვიჩა კვარაცხელია - 7.89 ქულა
  • ვაკო ყაზაიშვილი - 7.5
  • ტიგრან ბარსეგიანი - 7.1
  • გოიკო ზაიკოვი - 7.34
  • სტეფან რისტოვსკი - 7.25

0.113521