მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონასთან“ ედენ აზარის გარეშე ითამაშებს. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, რომ ბელგიელს სრულად გამოჯანმრთელებისთვის დრო მისცეს - როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ტრავმისგან.
აზარი „რეალში“ გადასვლის პერიოდიდან ტრავმიანობს და ფორმაში ჩადგომა დღემდე ვერ მოახერხა. ამიტომაც, ზიდანის გადაწყვეტილებით ის მოედანს მხოლოდ „ელ კლასიკოს“ შემდეგ დაუბრუნდება.
„ბარსელონამდე“, ედენი „რეალს“ „კადისთან“ და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის „შახტართან“ მატჩებში ვერ დაეხმარება.