ფეხბურთი

23:25 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის ნაკრებში ამერიკელ ფეხბურთელს ეპატიჟებიან

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში შესაძლოა „ლოს ანჯელესის“ თავდამსხმელმა დენი მუსოვსკიმ ითამაშოს. მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკის მოქალაქეს და წარმოშობით მაკედონიელ ფორვარდს ესაუბრა.

როგორც ანგელოვსკიმ აღნიშნა, მუსოვსკი მისთვის საინტერესო ფეხბურთელია და დენიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში თამაშზე მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჯერჯერობით, უცნობია მოესწრება თუ არა მისი თამაში საქართველოს ნაკრებთან.

დენი მუსოვსკი „ლოს ანჯელესში“ 2020 წლიდან თამაშობს და MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება და ევრო 2020-ის საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა.

0.117725