„ბრეშას“ ყოფილი შემტევი, მარიო ბალოტელი, შესაძლოა, „ნანტში“ აღმოჩნდეს. ფრანგულ კლუბს უკვე მიუმართავს მისთვის და ახლა 30 წლის ფეხბურთელისგან პასუხს ელის - გვამცნობს Calciomercato.
ბალოტელი „ბრეშაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა „მარსელიდან,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. ასევე 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო. სეზონის ბოლოს კონფლიქტი მოუვიდა კლუბის ხელმძღვანელობასთან და გუნდი დატოვა.







