ფეხბურთი

15:24 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლაინი „კრისტალ პალასში“ დაბრუნდა

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ნათანიელ კლაინმა, „კრისტალ პალასთან“ მცირეხნიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კლაინი „კრისტალ პალასში“ 2008-12 წლებშიც თამაშობდა. ის ამ კლუბის აღზრდილია. შემდეგ „საუთჰემპტონში“ გადავიდა, საიდანაც 2015 წელს მერსისაიდულ კლუბში აღმოჩნდა. გასულ სეზონში ის „ბორნმუთში“ გახლდათ განათხოვრებული.

კლაინს ინგლისის ნაკრების მაისურა 14-ჯერ მოურგია.

0.130496