ფეხბურთი

11:51 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „თითქოს იქ ვიყავი“

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თავის ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გვაჩვენა, თუ როგორ ქომაგობდა მშობლიურ ეროვნულ გუნდს შვედებთან ერთა ლიგის მატჩში (2:0).

„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს იქ ვარ. მიდით ბიჭებო. წინ პორტუგალია!“ - მიაწერა კრიშტიანუმ ფოტოს, რომელზედაც ვეებერთელა ტელევიზორის ფონზეა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში რონალდუს კორონავირუსი შეეყარა და შინ მკურნალობს. ამბობს, რომ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თავს კარგად გრძნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125638