ფეხბურთი

10:23 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი: „37 წლის შემდეგ, ინგლისელების „უემბლიზე“ დამარცხება, განსაკუთრებული გრძნობაა“

დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა, ჟურნალისტებს ერთა A ლიგის მატჩში ინგლისის ნაკრების დამარცხების შესახებ (1:0) ესაუბრა.

„განსაკუთრებული გრძნობაა. ჯერ ერთი, დანიის ნაკრებში მე-100 მატჩი ვითამაშე, თანაც ინგლისი „უემბლიზე“ დავამარცხეთ. ასეთი რამ ბოლოს 37 წლის წინათ მოხდა. ამ მინდორზე გამარჯვებულის რანგში დგომა, ფანტასტიკურია.“ - ციტირებს ერიკსენის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

A ლიგის მეორე ჯგუფს 9 ქულით ბელგიის ნაკრები ლიდერობს, ინგლისს და დანიას 7-7 ქულა მოუგროვდათ, ისლანდიას არცერთი.

0.129583