კალათბურთი

11:24 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8-იანები "ფენერბახჩესთან"

ევროლიგის მესამე ტურის გამორჩეული დაპირისპირება სტამბოლში შედგა, სადაც იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა „ფენერბახჩემ“ თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა.

მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, რუსებს უფრო გაუმართლათ და ერთი ქულის სხვაობით, 78:77 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიას არც ისე ფექტური თამაში ჰქონდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 26:03 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ შეტევაში საკმაოდ ცუდად ითამაშა: 5-და 2 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო და 4 არაზუსტი სამქულიანი. შედგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 8 აღმოჩნდა.

მოსკოვის ცსკა-ს სამი ტურის თავზე 2 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს, მომდევნო ტურში კი 16 ოქტომბერს, ბერლინის „ალბას“ მოსკოვში დაუპირისპირდება.

0.118674