ფეხბურთი

21:25 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" უილსონის განათხოვრება სურს

უელსის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი ჰარი უილსონი დიდი ალბათობით კვლავ იჯარის წესით სხვა გუნდში ითამაშებს. როგორც Football Insider-ი იუწყება, "მერსისაიდელები" მზად არიან ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვან, თან დამატებით 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.

გასულ სეზონში უილსონი "ბორნმუთში" იყო განათხოვრებული და ნახევარმცველმა 35 მატჩში შვიდი გოლის გატანა მოახერხა. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჩემპიონშიფის კლუბები "კარდიფი", "სუონსი", "დერბი" და "ნოტინგემი" იჩენენ.

0.112131