ფეხბურთი

20:58 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პარტეი: "არსენალის" გეგმამ მომხიბლა"

განის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ახალწვეულმა ტომას პარტეიმ განაცხადა, რომ ტრანსფერზე გავლენა კლუბის გეგმამ მოახდინა. მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მას გეგმის შესახებ ყველაფერი უამბეს და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

"არტეტამ დიდი გავლენა მოახდინა ტრანსფერზე. მან და ტექნიკურმა დირექტორმა ედუმ მათი გეგმების შესახებ მითხრეს, ძალიან მიმზიდველი გეგმა იყო და ამის შემდეგ გადავწყვიტე გადასვლა "არსენალში". ძალიან სწრაფად უნდა შევძლო ადაპტაცია და ყველაფერი რაც შეიძლება მალე გავაკათო, რათა სათამაშოდ მზად ვიყო." - განაცხადა პარტეიმ.

განელი ფეხბურთელი "არსენალმა" 5 სექტემბერს მადრიდის "ატლეტიკოდან" 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. პარტეიმ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

0.11021