თამაშგარე

15:03 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაკას ნაცოლარის დარდები

ვეტერანი და აწუკვე ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რიკარდო კაკას ყოფილი ცოლი და შვილების დედა კაროლინ სელიკო უკვე ხუთ წელზე მეტია აღარ ითვლება კაკას მეუღლედ და ამ დროის მანძილზე როგორც ფეხბურთელის, ასევე მისი ნაცოლარის ცხოვრებაში ბევრი ამბავი მოხდა.

ამას გარდა, რიკარდო კაკას ახლა უკვე სხვა ცოლი ჰყავს და წესით კაროლინთან მისი თანაცხოვრების ამბები წარსულის ფერფლით უნდა იყოს დაფარული, თუმცა მობურთალის ყოფილმა ცოლმა ყველა გააოცა როდესაც განაცხადა, რომ ხშირად იხსენებს ძველ დროს და ხვდება, რომ კაკასთან დაშორების მიზეზები დღევანდელი გადასახედიდან აბსურდული და სასაცილოა.

კაროლინ სელიკო ამბობს, რომ უკანასკნელმა წლებმა ბევრი რამ ასწავლა და ახლა კარგად ხვდება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახის შენარჩუნებას. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ამ ოჯახის დანგრევის მიზეზი კაკას საყვარელის გაჩენა გახდა, რომელიც ვეტერანი მობურთალის ცხოვრებაში სულ რაღაც ერთი თვით გამოჩნდა და მერე ისე გაქრა, როგორც მაისის თოვლი.

0.155944