ფეხბურთი

1:05 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ფავორიტთა წარუმატებელი დღე

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მეოთხე ტური სენსაციური გამოდგა. ყოველშემთხვევაში ვერც გერმანიამ მოიგო და ესპანეთი საერთოდაც დამარცხდა.

ლუის ენრიკეს გუნდს მიმდინარე ერთა ლიგაზე მარცხი არ ჰქონდა განცდილი და უკრაინის ნაკრებს ესტუმრა, სადაც ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მეტოქეს გამართული და სწორი ფეხბურთი დაუპირისპირდა. მატჩის ბედი ციგანკოვის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და მასპინძლებმა მოიგეს.

გერმანიის ნაკრებისა და შვეიცარიის შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. სტუმრებმა მატჩი ფანტასტიკურად დაიწყეს და საწყის 25 წუთში ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვეს. თუმცა, გერმანია, რის გერმანიაა, რომ დანებებულიყო, ტიმო ვერნერისა და კაი ჰავერტცის გოლებით ალემანებმა გაათანაბრეს. საერთოდ, მეორე ტაიმის დასაწყისში 5-წუთიან ინტერვალში სამი გოლი გავიდა. ჰავერტცის გოლს გავრანოვიჩმა უპასუხა და თავის გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო სამ წუთში სერჯ გნაბრიმ მოახერხა გათანაბრება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

ოთხი ტურის შემდეგ ესპანეთს 7 ქულა აქვს და ლიდერია, შემდეგ გერმანია და უკრაინა მოდიან 6-6 ქულით, ხოლო შვეიცარიას მხოლოდ 2 ქულა აქვს მოპოვებული.

მომდევნო ტურში 14 ნოემბერს, გერმანია უკრაინას, შვეიცარია კი ესპანეთს უმასპინძლებს.

გერმანია - შვეიცარია 3:3 (1:2)

გოლები: 0:1 გავრანოვიჩი (5), 0:2 ფროილერი (26), 1:2 ვერნერი (28), 2:2 ჰავერტცი (55), 2:3 გავრანოვიჩი (57), 3:3 გნაბრი (60)

უკრაინა - ესპანეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ციგანკოვი (76)

თეგებიერთა ლიგა
0.228874