ფეხბურთი

19:18 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარლეს პუიოლი: 'ჩემი კერპი პაოლო მალდინი იყო"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი კარლეს პუიოლი Festival Gazzetta Dello Sport-ზე იმყოფებოდა და კომენტარიც გააკეთა. ესპანელი ლეგენდის განცხადებით, მისი კუმირი პაოლო მალდინი იყო და მასთან ერთად თამაში სურდა.

„ჩემი კერპი მალდინი იყო და მასთან თამაში ძალიან მინდოდა. დარწმუნებული ვარ, „მილანი“მალე დაუბრუნდება ძველ სიმაღლეს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რთული პერიოდი აქვთ. პირადად მე, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ კარიერა იტალიაში დამესრულებინა.

2014 წელს შეთავაზება მქონდა ინგლისური და იტალიური კლუბებიდან, მაგრამ როდესაც შენი კლუბი, შენი სახლიცაა, სხვა მაისურის ტარება აღარ გიზიდავს. მესი? როგორც „ბარსას“ გულშემატკივარს, არ მჯეროდა, რომ ლეო წავიდოდა. მასთან ერთად გუნდი საუკეთესოა.

„ოქროს ბურთის“ მოგებაზე არასდროს მიფიქრია. როდესაც კრიშტიანუს და მესის ეპოქაში თამაშობ, ვერც კი იფიქრებ, რომ მათზე მეტს იმსახურებ. გარდა ამისა, იყვნენ ჩავი, ინიესტა და სხვა ბევრი დიდი ფეხბურთელი, რომლებიც ნაკლებად ბრწყინავდნენ, რადგან ორ მონსტრზე ნაკლებ გოლს იტანდნენ“, - თქვა პუიოლმა.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა მთელი კარიერა „ბარსელონაში“ ჩაატარა, სადაც 1999-2014 წლებში 593 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

0.109746