ფეხბურთი

18:43 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს, "ბარსელონასთან" ალბათ ვერ ითამაშებს

"იუვენტუსის" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნული ინფორაცია ოფიციალურად დადასტურდა. 35 წლის ფეხბურთელს ტესტირება პორტუგალიის ნაკრებში ჩაუტარდა და პასუხი დადებითი გამოდგა. მან სანაკრებო შეკრება უკვე დატოვა და შვედეთთან ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს.

კრიშტიანუ იზოლაციაში იმყოფება, სადაც გამოჯანმრთელებამდე დარჩება. ცხადია, რონალდუ ვერც "იუვენტუსს" დაეხმარება უახლოეს მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთ კვირაში ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის თამაში აქვთ კიევის "დინამოსთან", ხოლო "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე მხოლოდ 15 დღე დარჩა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ვადებს თუ გავითვალისწინებთ, პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, რომ რონალდუმ "ბარსასა" და ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშოს.

0.111684