ჭადრაკი

12:53 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფოთელების გამარჯვებით დასრულდა!

ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელთა: დიანა ლომაიას და აკაკი ყალიჩავას გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვებული გოჩა ჩაჩუას მოსწავლეები არიან.

მეორე საპრიზო ადგილზე გასული ლუკა კილაძე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და მხოლოდ ბოლო ტურში განცდილი მარცხით დაკარგა ჩემპიონობა. ასევე, დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ანასტასია კირთაძის მეორე ადგილი. ორივე ვერცხლის პრიზიორი მხოლოდ 11 წლისაა და უფროსს მეტოქეებს თავი აშკარად არ დააჩაგრინეს.

ტექნიკური შედეგები:

გოგონები:

I ადგილი - დიანა ლომაია (ფოთი;მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 8 ქულა;

II ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი - დეა ბედოშვილი (ბათუმი;მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი) – 6,5 ქულა;

ჭაბუკები:

I ადგილი - აკაკი ყალიჩავა (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) - 7 ქულა;

II ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

III ადგილი - ჯაბა ადამია (ბაღდათი; მწვრთნელი რამაზ ენდელაძე) – 6,5 ქულა;

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11807