ფეხბურთი

0:11 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "ერთა ლიგა უნდა გაუქმდეს, ხალხმა ამ ტურნირზე არაფერი იცის"

ცნობილი ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი, რომელიც ახლა ფიფაშია დასაქმებული,ერთა ლიგის გაუქმების მომხრეა და სანაცვლოდ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ორწლიანი ინტერვალით ჩატარების იდეით გამოდის.

როგორც ვენგერმა აღნიშნა, ერთა ლიგა გულშემატკივრებში პოპულარული არაა და ამიტომ, ამ ტურნირის არსებობა უმნიშვნელოა.

„ერთა ლიგა უნდა მოვიშოროთ და ჩავატაროთ ტურნირები, რომლებიც ყველას აინტერესებს და რომელიც ყველამ იცის. ქუჩაში ხალხს თუ ვკითხავთ რა არის ერთა ლიგა, ცოტა შეძლებს პასუხის გაცემას. ყოველორწელიწადში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ჩატარება თანამედროვე მსოფლოსთვის შესაფერისი ვარიანტია“, - თქვა ვენგერმა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ორი ნაკრებია, რომელიც დღემდე არ დამარცხებულია. ერთი ტურნირის მოქმედი და პირველი ტრიუმფატორი პორტუგალიაა, მეორე კი - საქართველოს ნაკრები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112758