ფეხბურთი

19:27 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩაფრინდა და მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ნაკრები პოლონეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში უკვე ჩაფრინდა.

საქართველოს ნაკრებს სომხეთთან მატჩის შემდეგ გიორგი აბურჯანია გამოაკლდა. საქმე ისაა, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ აბურჯანია „ოვიედოში“ უნდა დაბრუნებულიყო და გუნდს შეუერთდება.

დამდეგ შეხვედრაში „ჯვაროსნებს“ ვერც ჯაბა კანკავა დაეხმარებათ, რომელიც დისკვალიფიცირებულია. თუმცა, კაპიტანი მაინც გუნდთან ერთად იმყოფება.

სხვა მხრივ, მოსალოდნელია, რომ განაცხადში დაბრუნებიან ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი, რომლებიც ვაისმა სომხეთთან დაასვენა და არცერთი მათგანი სამატჩო განაცხადში არ იყო.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ეს თამაში ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ბევრს გადაწყვეტს, რადგან ორივე გუნდს 5-5 ქულა აქვთ.

0.141906