ტურინის „იუვენტუსი“ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბაიერნიდან“ დავიდ ალაბას დამატებას გეგმავს.
ინფორმაციას Todofichajes.com ავრცელებს. წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტის გაფორმება აღარ სურს და თავის გამოცდას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში აპირებს.
აქვე გეტყვით, რომ ალაბას დამატება ტურინული გრანდის გარდა „მანჩესტერ იუნაიტედს“, „პარი სენ ჟერმენსა“ და „ჩელსის“ უნდა.