ფეხბურთი

11:29 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "იმედგაცრუებული ვარ!"

ერთა ლიგის მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიამ ჯგუფის აუტსაიდერ ესტონეთთან ვერ მოიგო (3:3). აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იგორ ანგელოვსკიმ არ გაამწესა, თუმცა მეორე ტაიმში მათი თამაშში ჩართვა მაინც მოუწია.

მაკედონიელები მე-80 წუთამდე 1:3 მარცხდებოდნენ და ბოლო 10 წუთში შეძლეს ქულის გადარჩენა. ანგელოვსკი იმედგაცრუებული და უკმაყოფილო იყო.

„თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ეს თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ ვულოცავ ესტონეთს, რომელმაც 3 გოლი გაგვიტანა. კოსოვოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ, ესტონეთთან ბევრ ახალ ფეხბურთელს მივეცი შანსი. ზოგმა გამოიყენა, ზოგს კიდევ მოუწევს შანსისთვის დალოდება. ვწუხვარ, რომ 3 გოლი გავუშვით, ბოლო 30 წუთით კმაყოფილი ვარ, რადგან წაგებას გადავურჩით, მაგრამ მთლიანობაში თამაშით უკმაყოფილო ვარ.

სომხეთი - საქართველოს შედეგის გათვალისწინებით, მოგების შემთხვევაში პირველ ადგილთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით, მაგრამ ჯერ წინ სამი ტურია, ისევ ლიდერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ“, - თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს 5-5 ქულა აქვთ და ჩვენი მეტოქე პირველ ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსითაა (6:5-თან და 4:3-თან). ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიელებს 14 ოქტომბერს, სკოპიეში ეწვევა. თავის მხრივ, 12 ნოემბერს, ეს გუნდები თბილისში ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალშიც შეხვდებიან.

0.116644