ისტორია

9:45 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

11 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა ბობი (რობერტ) ჩარლტონი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 1966 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 106 მატჩი, გაიტანა 49 გოლი. ბობი ჩარლტონმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” პროფესიული კონტრაქტი 1955 წელს გააფორმა და პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. 1958 წელს “მანჩესტერელებმა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდასთან” 3:3 ითამაშეს და ბრიტანეთისკენ მიმავალ გზაზე, მიუნხენთან გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვა. შედეგად რვა მოთამაშე დაიღუპა, ბობი ჩარლტონი და მთავარი მწვრთნელი მეტ ბასბი გადარჩნენ. ბასბიმ ჩარლტონი ცენტრფორვარდის პოზიციაზე წასწია. მოგვიანებით ბობი 49 გატანილი გოლით ინგლისის ჩემპიონატებში ერთ სეზონში ნაჩვენები შედეგიანობით რეკორდსმენი გახდა. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერ ალფ რამსეიმ ჩარლტონი ნახევარდაცვაში დააბრუნა. 1968 წელს ბობი ჩარლტონმა ჩემპიონთა თასი მოიგო. ნაკრებში უკანასკნელი მატჩი მან 1970 წლის მუნდიალის დრამატულ მეოთხედფინალში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა (ინგლისი 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი 2:3 წააგო), ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედში” ბოლოჯერ ჩარლტონმა 1973 წელს, ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსისთან” ითამაშა. საკლუბო დონეზე ჩაატარა 834 მატჩი, გაიტანა 277 გოლი. ბობი ჩარლტონს დიდი ბრიტანეთის დედოფლის მიერ მინიჭებული აქვს სერის წოდება.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1936. ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ტონი ლოუტონმა თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს მან “ბარნლის” რიგებში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ასპარეზობისას მოახერხა. იმ მომენტისათვის ლოუტონი 17 წლისა და 4 დღისა იყო. სულ ლოუტონს 500 გოლზე მეტი აქვს გატანილი, თუმცა ამ ბურთების თითქმის ნახევარი მან მეორე მსოფლიო ომის დროს არაოფიციალურ შეხვედრებში შეაგდო.

1946. თბილისის “დინამომ” საკავშირო თასის მეოთხედფინალში, მოსკოვში ადგილობრივ “დინამოს” 2:1 მოუგო. თბილისელთაგან გოლები ბორის პაიჭაძემ და ვიქტორ ბერეჟნოიმ გაიტანეს. იმ წელს ჩვენმა დინამოელებმა თასის ფინალში იასპარეზეს.

1962. საკონტინენტთაშორისო თასის განმეორებით მატჩში სან პაულოს “სანტოსმა” ლისაბონის “ბენფიკას”, პორტუგალიის დედაქალაქში 75 ათასი მაყურებლის თანდასწრებით 5:2 მოუგო (პირველი შეხვედრა სან პაულოში “სანტოსმა” 3:2 გაიმარჯვა) და საპატიო პრიზი მოიპოვა. ბრაზილიელთაგან გოლები პელემ (3), კუტინიომ და პეპემ გაიტანეს. ასპარეზობის მსვლელობისას “სანტოსი” 5:0-ს იგებდა, მატჩის მიწურულს კი ”ბენფიკას” რიგებიდან თავი ეუსებიომ და სანტანამ გამოიჩინეს.

1971. ჩოგბურთში დევისის თასის მესამოცე გათამაშების ფინალში აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი აშშ-ის ქალაქ შარლოტში ჩატარდა.

1980. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “დალას მავერიკსმა” თავის ახალ “რეუნიონ არენაზე” პირველი მატჩი ჩაატარა და “სან ანტონიო სპერზს” 103:92 მოუგო.

1995. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ბულგარეთის ნაკრებს სძლია (2:1).

1997. სკანდალურად ცნობილმა კალათბურთელმა დენის როდმანმა თერთმეტმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1997. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში პოლონეთს 3:0 მოუგო. გოლები არჩილ არველაძემ, კახი ცხადაძემ და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს. მატჩი ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ტოგონიძე, ლობჟანიძე, ცხადაძე (კაპიტანი), ჩიხრაძე, გახოკიძე, ჯამარაული, ნემსაძე, . არველაძე (გოგიჩაიშვილი), . არველაძე, ქეცბაია (კიკნაძე), ყაველაშვილი. ნაკრებს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

2000. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში იტალიასთან 0:2 წააგო. შეხვედრა ანკონას “დელ კონეროს” სტადიონზე ჩატარდა და მას 26 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალიელთაგან ორივე გოლი პენალტებით ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა. იტალია: ტოლდო, კანავარო, ნესტა, ბერტოტო, ალბერტინი, დი ლივიო, ფიორე (პანკარო), კოკო, დელვეკიო (გატუზო), ტოტი (მონტელა), დელ პიერო. საქართველო: გვარამაძე, სილაგაძე, კობიაშვილი, რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ნემსაძე (კაპიტანი), ყაველაშვილი, ქეცბაია (მენთეშაშვილი), ქინქლაძე (ჯამარაული), ა. არველაძე (დემეტრაძე). ნაკრებს დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ.

2006. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, რომელიც თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგა, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, იტალიის გუნდთან დამარცხდა (1:3). იტალიელთაგან გოლები დეროსიმ, კამორანეზიმ და პეროტამ გაიტანეს. ქართველთაგან შაშიაშვილმა გამოიჩინათავი. საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე,შაშიაშვილი, კანკავა, ცქიტიშვილი (კანდელაკი), მენთეშაშვილი, მარცვალაძე (გიგიაძე), კვირკველია, აშვეთია (იაშვილი). გუნდს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. იტალია: ბუფონი, ოდო, კანავარო (მატერაცი),ნესტა, პირლო (მაური), დეროსი, პეროტა, ძამბროტა, კამორანეზი (იაკინტა), ტონი, დინატალე. გუნდს რობერტო მანჩინი წვრთნიდა.

2008. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესაღჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები კვიპროსს 1:1 დაუზავდა. შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 42 ათასი მაყურებელი დაესწრო. ქართველთაგან გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა. 51-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლომაიამ პენალტი მოიგერია. საქართველო: ლომაია, ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, რაზმაძე, მენთეშაშვილი, კობიაშვილი, იაშვილი, ყენია (გოცირიძე 65), მჭედლიძე (ალექსიძე 75). ნაკრებს ეკტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2008. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ფილა) 2008 წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია დაასახელა.

2011. ევრო2012-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში, საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა და მას 18 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 10 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი საბერძნეთი გავიდა (24 ქულა). კალაძის ბოლო სანაკრებო მატჩი.

2013. ჯანლუიჯი ბუფონმა 137-ე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. დანია-იტალია 2:2. Fაბიო კანავაროს 136 აქვს.

2013. რობინ ვან პერსიმ 41-ე გოლო გაიტანა ჰოლანდიის ნაკრებში (ჰოლანდია-უნგრეთი 8:0) და პატრიკ კლუივერტს გაასწრო.

ბ> ბ> ბ> ბ>

ამ დღეს დაიბადნენ

1930. ჰარი გლასი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება მოახერხა (1956, ბრინჯაო).

1937. ბობი (რობერტ) ჩარლტონი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 1966 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 106 მატჩი, გაიტანა 49 გოლი. ბობი ჩარლტონმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” პროფესიული კონტრაქტი 1955 წელს გააფორმა და პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. 1958 წელს “მანჩესტერელებმა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდასთან” 3:3 ითამაშეს და ბრიტანეთისკენ მიმავალ გზაზე, მიუნხენთან გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვა. შედეგად რვა მოთამაშე დაიღუპა, ბობი ჩარლტონი და მთავარი მწვრთნელი მეტ ბასბი გადარჩნენ. ბასბიმ ჩარლტონი ცენტრფორვარდის პოზიციაზე წასწია. მოგვიანებით ბობი 49 გატანილი გოლით ინგლისის ჩემპიონატებში ერთ სეზონში ნაჩვენები შედეგიანობით რეკორდსმენი გახდა. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერ ალფ რამსეიმ ჩარლტონი ნახევარდაცვაში დააბრუნა. 1968 წელს ბობი ჩარლტონმა ჩემპიონთა თასი მოიგო. ნაკრებში უკანასკნელი მატჩი მან 1970 წლის მუნდიალის დრამატულ მეოთხედფინალში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა (ინგლისი 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი 2:3 წააგო), ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედში” ბოლოჯერ ჩარლტონმა 1973 წელს, ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსისთან” ითამაშა. საკლუბო დონეზე ჩაატარა 834 მატჩი, გაიტანა 277 გოლი. ბობი ჩარლტონს დიდი ბრიტანეთის დედოფლის მიერ მინიჭებული აქვს სერის წოდება.

1946. სავაო კატო. ყველაზე ტიტულოვანი იაპონელი ტანმოვარჯიშე. სამგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, 1972, 1976). სხვადასხვა იარაღებზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

1955. ჰანს პეტერ ბრიგელი. გერმანიის ნაკრების, “კაიზერსლაუტერნის”, “ვერონას” და “სამპდორიას” მცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატების ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 1985 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატებში ჩაატარა 346 მატჩი, გაიტანა 68 გოლი.

1956. პოლ სტაროკი. შოტლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

1976. ბობი ჰატონი. პუერტო რიკოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი (192 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე. ამ თამაშების საკალათბურთო ტურნირზე ჰატონმა და მისმა პარტნიორებმა აშშ-ის “ოცნების გუნდი” დაამარცხეს.

1977. დესმონდ მეისონი. “მილუოკი ბაქზის” მსროლელი-ფორვარდი (196 სმ).

1983. ჟილ ვან დამი. ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი.

0.149474