ჩრდილოეთ მაკედონიისა და ლისაბონის „სპორტინგის“ მარჯვენა მცველით, სტეფან რისტოვსკით რუსული პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ - გვამცნობს პორტუგალიური A Bola.
წყაროს მტკიცებით, მაკედონიელის გადაბირება მოსკოვის „სპარტაკსა“ და „დინამოს“ განუზრახავთ. მისი სატრანფერო ფასი დაახლოებით 2,5 – 3 მილიონი ევროა.
რისტოვსკი ჩრდილომაკედონიური „ვარდარის“ აღზრდილია. 2010 წელს ის იტალიურ „პარმაში“ გადავიდა, თუმცა ძირითადად სხვადასხვა კლუბებში იჯარით ანათხოვრებდნენ ხოლმე. 2015 წელს სტეფანი ხორვატულ „რიეკაში“ გადაბარგდა, 2017 წლიდან კი „სპორტინგის“ ღირსებას იცავს.
რისტოვსკიმ სექტემბერში, ერთა ლიგის მატჩში, თბილისშიც ითამაშა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (1:1) და ერთადერთი გოლი სწორედ მან გაგვიტანა. ის მაკედონიელთა ვიცე-კაპიტანია.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს ხანში მაკედონიელებთან კიდევ ორჯერ მოგვიწევს შეხვედრა. 14 ოქტომბერს, სკოპიეში და 12 ნოემბერს თბილისში. პირველი ერთა C ლიგის შეხვედრაა, მეორე კი ერთა D ლიგის ფინალი, რომლის გამარჯვებულიც ევრო 2000-ის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.