ფეხბურთი

17:30 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები პოლონეთში დანაკლისით ჩავიდა

საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და დღეს მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო მანამდე ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებიან და პოლონეთში 25 ფეხბურთელით ჩავიდნენ. შემადგენლობაში კაშია და კაკაბაძეც არიან, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიასთან 14 ოქტომბერს, მათი თამაში გამორიცხული არაა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში საქართველო და ჩრდ. მაკედონია 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო სომხეთს 3 და ესტონეთს 0 ქულა აქვთ.

0.149537