ფეხბურთი

12:32 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "რონალდუს გარეშე მოედანზე უფრო თავისუფალი ვარ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად და მის გარეშე თამაშზე ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მან რონალდუს გამო სტილი შეიცვალა, ახლა კი, როცა ერთად აღარ თამაშობენ, მოედანზე უფრო თავისუფლად მოქმედებს.

„გუნდში კრიშტიანუ რონალდუ იყო გოლების გასატანად და იტანდა კდევ. ერთად რომ გვეთამაშა, ჩემი სათამაშო სტილი უნდა შემეცვალა. „ლიონში“ სხვაგვარად ვთამაშობდი, „რეალში“ კი კრიშტიანუსთვის ვთამაშობდი. მას შემდეგ, რაც ის გუნდიდან წავიდა, მოედანზე უფრო თავისუფალი ვარ“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუც და ბენზემაც მადრიდის „რეალში“ 2009 წლის ზაფხულში გადავიდენ. მათი დუეტი 2018 წელს დაიშალა, როდესაც პორტუგალიელმა „სამეფო კლუბი“ დატოვა და „იუვენტუსში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108682