მილანის „ინტერში“ კრისტიან ერიკსენმა დამკვიდრება ვერ მოახერხა და ანტონიო კონტე მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავს. 28 წლის დანიელის განცხადებით, ნამდვილად არ სურს, რომ შემოდგომა სათადარიგო სკამზე გაატაროს.
„რაც ვიცი, ის არის, რომ ნამდვილად არ მინდა მთელი შემოდგომა სათადარიგო სკამზე გავატარო, ეს ჩემი მიზანი არაა და იმედია, არც მთავარი მწვრთნელის და კლუბის. როდესაც აქ გადმოვედი, კარგად დავიწყე, ვცდილობდი თავი გამომეჩინა, მაგრამ შემდეგ კორონავირუსის პაუზა დიაწყო და ყველაფერი შეიცვალა. ხალხს ჩემგან დიდი მოლოდინი ჰქონდა და ახლა ისინი სხვანაირად მიყურებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ, ფეხბურთელს სკამზე ჯდომა არასდროს უნდა.
ჩემი აგენტისგან არაფერი მსმენია, იყო გაზეთებში საუბარი, რომ პრემიერლიგაში ვბრუნდებოდი, მაგრამ მხოლოდ ის ვიცი, რაც მითხრეს, რომ კონკრეტული არაფერი ყოფილა“, - თქვა დანიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენი „ინტერში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.