ფეხბურთი

22:22 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველომ შვეიცარიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მერვე მატჩი ჩაატარა და მეხუთე მარცხი განიცადა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა გორში ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერ შვეიცარიას უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. თუ არ ჩავთვლით ვატო არველაძის შორეულ გასროლას, რომელიც ხარიხას მოხვდა, ქართველ ფეხბურთელებს ხეირიანი შეტევა არ გაუკეთებიათ.

შვეიცარიელებმა კი მარტივად მოიგეს და კლასში სხვაობა დიდი იყო. ნდოიემ, ზექირიმ და პუშიჩმა სამჯერ გაიტანეს და სტუმრებმა 3:0 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა სოლიდური სხვაობით მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველად წააგო, აქამდე მოწინააღმდეგებს ბრძოლას უმართავდა...

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 8 თამაშში 9 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს, აზერბაიჯანთან საკუთარ მოედანზე გამართავს.

საქართველო (U21) - შვეიცარია (U21) 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ნდოიე (27), 0:2 ზექირი (68, პენ), 0:3 პუშიჩი (81)

საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, დარმცელია, სამურკასოვი, სილაგაძე, გულიაშვილი, მექვაბიშვილი, ლაკვეხელიანი, არველაძე

შეცვლაზე შევიდნენ: სპანდერაშვილი, კუხიანიძე, ანდრონიკაშვილი, აზაროვი

შვეიცარია: რაჩიოპი, როიგი, ბამერტი, ზესიგერი, მუჰეიმი, ტომა, დომგიონი, იმერი, ზექირი, გულიემენო, ნდოიე

შეცვლაზე შევიდნენ: პუშიჩი, იანკვეიცი, მამბიბმი, სიდლერი

0.125441