ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ ვარჯიშზე წელის კუნთი დაიზიანა და ეროვნულ გუნდის ბაზის დატოვება მოუხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმის ტრავმაა, თუმცა როგორც Marca იუწყება, მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი "კადისთან" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
კურტუამ 8 ოქტომბერს კოტ დივუართან გამართული ამხანაგური მატჩი აღნიშნული ტრავმის გამო გამოტოვა. "კადისთან" შეხვედრა კი "სამეფო კლუბს" 18 ოქტომბერს აქვს. მიმდინარე სეზონში ტიბომ ოთხი მატჩი ჩაატარა, გაუშვა ორი გოლი და სამ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.