ფეხბურთი

21:45 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" და დე ბრუინის შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა უახლოეს მომავალში "მანჩესტერ სიტისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც The Times-ი იუწყება, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და გარკვეული პროგრესი არის.

ჯერჯერობით უცნობია ახალი ხელშეკრულების დეტალები, რომელზეც დე ბრუინის თანხმობა არ განუცხადებია. თუმცა, ინგლისური გამოცემა იუწყება, რომ შეთანხმება მალე მოხდება. დიდი ალბათობით, კევინ 2023 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება გაუხანგრძლივდება და ასევე ხელფასიც გაეზრდება.

დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიში" 2015 წელს "ვოლფსბურგიდან" გადავიდა. მას შემდეგ კევინმა 227 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 58 გოლი და 90 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბელგიელ გასულ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო უეფამ წლის საუკეთესო ნახევარმცველად სცნო.

0.124896