პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" თავდამსხმელი დომინიკ კალვერტ-ლიუინი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დომინიკმა სექტემბრის თვეში პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. კალვერტ-ლიუინმა "ტოტენჰემთან" და "კრისტალ პალასთან" თითო-თითო გოლი გაიტანა, ხოლო "ვესტ ბრომვიჩთან" ჰეთთიკი შეასრულა.
სულ მიმდინარე სეზონში დომინიკმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და თავი ცხრა გოლით გამოიჩინა. "ევერტონის" ფეხბურთელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და უელსთან მოგებულ (3:0) ამხანაგურ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.