რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატს 7 მატჩიდან 7-7 მოგებით ლიდერობენ ირაკლი ჩიქოვანის გუნდი კონსტანცა და ბუქარესტის დინამო.
მეშვიდე გამარჯვება კონსტანცამ გუშინ, ბოლო წამებზე მოიპოვა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ბაია მარესთან - 29-28, ქართველმა უკანახაზელმა კი 3 გოლი გაიტანა. იქამდე, გუნდმა დაამარცხა ბუქარესტის CSM 30-27, კელერაში 29-21, ხოლო ფოჩანისთან მოგება ჩაეთვალა, 10-0, რადგანაც ამ კლუბში რამდენიმე კოვიდ-ვირუსიანი მოთამაშე ჰყავთ და ვერ თამაშობენ.
ეპიდემიის გამო ეროვნული ლიგა ტურობრივი ფორმატით მიმდინარეობს. 16 გუნდი 2 სხვადასხვა ქალაქში იკრიბება და ერთკვირიან სათამაშო სესიებს აწყობს. მომდევნო 2 მატჩი კონსტანცას 10 და 11 ოქტომბერს აქვს ტიმიშოარასთან და ბუქარესტის სტიაუასთან, შემდეგ 28 ნოემბრამდე შესვენებაა, ლიდერთა მატჩი, დინამო - კონსტანცა კი 5 დეკემბერსაა დანიშნული.
რუმინეთის ჩემპიონატში ამ სეზონში საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა ხელბურთელმა უნდა ითამაშოს - ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე კლუბ რეშიცას წევრები გახდნენ, მაგრამ სამუშაო ვიზის მიღება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, რადგანაც ეს პროცედურაც ეპიდემიამ შეაფერხა. რეშიცამ ორი ქართველი და ორი სერბი ახალწვეულის არყოფნაში სეზონი 4 წაგებით დაიწყო. ამის შემდეგ სერბებმა, იევტიჩმა და მილოშევიჩმა პრობლემა მოაგვარეს, მაგრამ მიმდინარე ტურში კლუბი კიდევ სამჯერ დამარცხდა, სატურნირო ცხრილის ბოლოშია და ქართველების დამატებას ელოდება. ოქტომბრის მომდევნო ორ თამაშში ეს ვერ მოხერხდება.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. დინამო ბუკურეშტი 21 ქულა (7 თამაში), 2. კონსტანცა 21 (7), 3. ბაია მარე 18 (8), 4. სტიაუა 17 (7), 5. პოტაისა ტურდა 15 (7), 6. ტიმიშოარა 15 (7), 7. CSM ბუკურეშტი 15 (7), 8. ბუზეუ 13 (7) – 9. კელერაში 9 (7), 10. ფეგერაში 9 (7), 11. ვასლუი 7 (8), 12. ფოჩანი 6 (9), 13. ბაკეუ 3 (7), 14. სუჩავა 2 (7) – 15. რეშიცა 0 (7), 16. ბოტოშანი 0 (7) (8 საუკეთესო გადის პლეიოფში, 9-16 ადგილები - პლეიაუტში)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ ალონსო და რეალი ასეთ რამეზე შეთანხმდენ...
1 ვარიანტი:კონტრაქტს მხოლოდ მაშინ გაახანგრძლივებს თუ დაინახავს და დარწმუნდება,რომ გუნდისთვის კვლავინდებურად საჭირო და საკვანძო ფეხბურთელი იქნება.ამ ვითარებაში ულაპარაკოდ გაახანგრძლივენს კონტრაქტს.
2 ვარიანტი:ალონსო ჩვეულებრივად ჩაამთავრებს სეზონს რეალში და მერე ან გაახანგრძლივებს ან წავა...(ეს იქნაბა დამოკიდებული ალონსოს ხედვაზე)
3 ვარიანტი:ახლოვდება მუნდიალი და ალონსოს უნდა ბრაზილიაში გამგზავრება.იმ შემთხვევაში თუ რეალში ფეხის მოკიდება გაუჭირდება და იანვარშივე წასვლას გადაწყვიტავს იმ გუნდში სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება,ასეთ შემთხვევაში რეალი მას არ დააბრკოლებს და შესაბამისი ოფერის მიღებისას მის ტრანსფერს განიხილავს...ანუ იანვარში ალონსო რეალს უფასოდ არ დატოვებს!
p.s.რეალსაც და ყველა მადრიდისტას ალონსოს დარჩენა გვინდა! თვითონ პერესმაც არაერთხელ შესთავაზა ახალი კონტრაქტი,მაგრამ თუ ალონსო დავკარგეთ,ეს მხოლოდ ალონსოს გადაწყვეტილება იქნება და არა რეალის სურვილი...
ნამდვილად კარგი სჰენდზენი იქნება. ხაბის 3-4 წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში
წამო ჩაბიიიიიიიიიიიიი!!!!
გაასწორებ იუვეში აუ ნეტა დაითრიონ რაა
მაროტას კი ვაგინებთ მარა კაპიკებში კი ააწყო გუნდი ესეც თუ უფასოდ ან იაფად დაითრია მითუმეტეს
იუვე მოდი გაა- ჯ - ვი რა ხაბი შენც კიდე გაახანგრძლივე
უუუძლიერესია ალონსო,ნეტა მოიყვანონ.... ჯერ 31-საა
ამასაც ლორენტესავით დაითრევენ
უფასოდ კი ბატონო და ისე ნახევარმცველების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მაგარი იგროკია მარა, თითქმის ამ ხნის პირლოც გვყავს და ამით ნათქვამია ყველაფერი
ალონსო გუნდის ხერხემალია, არ უნდა წავიდეს
და მილანი რას აკეთებს ამ დროს? ეგ მძრევ...ბი
იმედია გააახანგრძლივებს რეალში