ფეხბურთი

11:59 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: "ამ ოთხეულში საქართველო საუკეთესოა და ფინალს გულშემატკივრებთან ერთად მოვიგებთ"

ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, რადგან ნახევარფინალსტებს შორის საქართველოს საუკეთესო გუნდი ჰყავს.

"ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეს შედეგი დადგებოდა და მატჩის შემდეგ, მთელი საქართველო იზეიმებდა. ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს და ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ! გილოცავთ ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს", - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მანამდე კი 11 ოქტომბერს, სომხეთს, ხოლო 14 ოქტომბერს, იმავე ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად შეხვდება, ორივე მატჩი ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმართება.

0.123691