მილანის „ინტერში“ კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. ალესანდრო ბასტონისა და მილან შკრინიარის შემდეგ COVID-19 რობერტო გალიარდინის და რაჯა ნაინგოლანს დაუდასტურდათ.
ორივე „აპიანო ჯენტილეს“ საწვრთნელი ბაზა დატოვა და იზოლაციაში გადაინაცვლეს.
აქვე გეტყვით, რომ „ინტერი“ უახლოეს მატჩს 17 სექტემბერს, თანაქალაქელი „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია