თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. რუსულმა გუნდმა საკუთარ კედლებში თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და გაუჭირდა, მაგრამ მოიგო - 76:72.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 31:04 წუთი გაატარა პარკეტზე და ხსენებულ დროში 8 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ჯერ სამქულიანის უშედეგო მცდელობა ჰქონდა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა, რაც მოსკოვურ გუნდში მესამე შედეგი იყო.
მოსკოვის ცსკა-ს ორი ტურის თავზე მოგება-წაგების ბალანსი, ხოლო მომდევნო ტურში 14 ოქტომბერს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდება.