ფეხბურთი

20:50 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

HT - საქართველოს ნაკრები ბელარუსს ამარცხებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს - 1:0.

მე-6 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობა საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილის წაქცევით დასრულდა და თურქმა არბიტრმა ჯიუნეთ ჩაქირმაპენალტი სამართლიანად დანიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ოქრიაშვილმა გაიტანა და საქართველო დაწინაურა.

პირველმა ტაიმმა საქართველოს ნაკრების ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა. სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. გოლთან თუ ვინმე იყო ახლოს, ისევ ვლადიმირ ვაისის გუნდი, თუმცა რეალური ხიფათი აღარ შექმნილა.

0.112129