ფეხბურთი

16:15 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ საქართველოს ნაკრები გაამხნევა - "ჩვენ, მთელ საქართველოს გვჯერა თქვენი"

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა შეხვედრის დაწყებამდე ემოციური პოსტები არ წყდება. "ჯვაროსნებს" ისევე როგორც მოქმედი ფეხბურთელები, ასევე ვეტერანები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამხნევებენ.

სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ.

"მე მჯერა თქვენი წარმატების!

ჩვენ, მთელ საქართველოს გვჯერა თქვენი!

ძალიან დიდი შრომა გაიღეთ აქამდე მოსასვლელად და ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, ძალიან ბევრი ემოცია არის ამ თამაშის გარშემო და სწორი მიმართულებით გამოიყენეთ მოტივაციისთვის!

გისურვებთ გამარჯვებას", - დაწერა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108667