ფეხბურთი

15:51 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა დაშავდა და უახლოეს სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ, ბელგიის ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს. ტიბომ წელი დაიზიანა. ამისდაკვალად, შეკრების დატოვება და მადრიდში დაბრუნება მოუწევს - გვამცნობს ესპანური AS.

კურტუა დღეს, 8 ოქტომბერს, კოტ’დივუართან ამხანაგურ, ასევე ინგლისთან (11 ოქტომბერს) და ისლანდიასთან (14 ოქტომბერს) ერთა ლიგის მატჩებს გამოტოვებს.

28 წლის კურტუას ბელგიის ნაკრებში 2011 წლიდან იძახებენ. დღემდე მას „ეშმაკუნების“ რიგებში 79-ჯერ უთამაშია.

0.122126