ფეხბურთი

14:21 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასზე დუბლი შეასრულა

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასზე გოლების გატანა მოახერხა. „უიპეშტი“ თასის პირველ ეტაპზე მესამე ლიგის გუნდ „ივანჩას“ სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50- წუთზე გოლის გატანაც მოახერხა. 23 წლის ნახევარმცველმა თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

ზუსტად სამ წუთში კი თითქმის იდენტური გოლი მიითვალა და თავისი გუნდი 3 ბურთიანი სვაობით დააწინაურა.

ბერიძე უნგრულ კლუბში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და 2 შეხვედრაში 3 გოლი დაუგროვდა. მისი სატრანსფერო უფლებები კი ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის.

0.135255